ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, ნატოში საქართველოს სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანების საკითხის განხილვის მსჯელობის შეფასებისას აცხადებს, რომ ნატოში გასაწევრიანებლად ქვეყნისთვის მაპის მიღება აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა აქვე დასძენს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია.
„ნატოში საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეული წლების განმავლობაში ვერ მოხერხდება, თორე მაპი აუცილებელია თუ არა, არაა აუცილებელი. ქვეყნები თუ მივიდნენ კონსესუსამდე და მიიღეს გადაწყვეტილება ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე მაპის მინიჭება სულ არაა საჭირო“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.რაც შეეხება, ნატოში საქართველოს გაწევრიანებას, მხარდაჭერილი იქნება თუ არა ევროპული ქვეყნებისგან გოგოლაშილი განმარტავს, რომ ეს ამ ქვეყნებისგან მხარდაჭერილია, ოღონდ გრძელვადიან და არა მოკლე ვადიან პერსპექტივაში.
„რაკი მათ დეკლარაცია მიიღეს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება ნიშნავს, რომ პრინციპულად ისინი მხარს უჭერენ საქართველოს გაწევრიანებას, მაგრამ არა ახლო მომავალში. ამბობენ, რომ ჯერ ქვეყანა მზად არაა და როგორც ჩანს, აქ არამხოლოდ ქვეყნის მზადყოფნაზეა საუბარი არამედ, თვითონ ალიანსის მზადყოფნაზე, რომ გაფართოვდეს. აი, თუნდაც ჩიკაგოს სამიტზე მაგალითად, როგორც ჩანს, ნატოს გაფართოების საკითხი საერთოდ არ განიხილება“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.
შეკითხვას თუკი ალიანსის გაფართოება ჯერ აქტუალური არაა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადებები, გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ეს უბრალო შეხვედრა იყო, სადაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე უბრალოდ აკადემიური მსჯელობა გაიმართა.
„ეს უბრალოდ შეხვედრა იყო. ეს ხომ არ იყო ალიანსის მიერ წამოწეული საკითხი. შეხვედრაზე უბრალოდ, ამ საკითხის გარშემო აკადემიური მსჯელობა გაიმართა“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.
ცნობისთვის, ვაშინგტონის ამერიკულ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, ნატოში საქართველოს სამოქმედო გეგმის გარეშე (MAP) გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრას საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი და აშშ-ში საქართველოს ელჩი, თემურ იაკობაშვილი ესწრებოდნენ. რუსთავი-2 ის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ნატო-საქართველოს საბჭოს მიერ მიღებული დავალებით შესაძლებელია ალიანსში სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრიანება.