ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს განცხადებით უცნობი ჰაკერები ამერიკული გაზსადენების მართვის სისტემაზე თავდასხმას გეგმავდნენ. მათივე ინფორმაციით თავდასხმა ნახევარი წლის განმავლობაში მზადდებოდა. ჰაკერები ენერგოკომპანიების თანამშრომლებს მათი კოლეგების სახელით წერილებს უგზავნიდნენ, რომელთა გახსნის შემდეგაც კომპიუტერს ვირუსი აზიანებდა.აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების უწყებაში თავდასხმის მიზეზს ჯერჯერობით ვერ ასახელებენ. ასევე ვერ განმარტავენ, არის თუ არა ჰაკერების ქმედებები უცხოელი სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი.
ბოროტმოქმედებს შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია გაზსადენების მუშაობის შესახებ, ან შეეცადონ ზარალი მიაყენონ უშუალოდ ინფრასტრუქტურას. ჰაკერული ქმედებები 2012 წლის მარტში იქნა აღმოჩენილი. იქამდე კი, გასული წლის თებერვალში ბოროტმოქმედებმა ამერიკული ენერგოკომპანიების ფინანსური ინფორმაციის მოპოვება სცადეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტევა ჩინეთიდან განხორციელდა.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროში ფიქრობენ, რომ ყველა შემჩნეული ინციდენტი 2011 წელს დაწყებული ცენტრალიზებული ჰაკერული კამპანიის შედეგია. ახლა სამინისტრო გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთად ცდილობს გაარკვიოს, ვინ დგას თავდასხმების უკან.