გაასამართლებს თუ არა ბელგიის სასამართლო სააკაშვილს გენოციდის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით

გაასამართლებს თუ არა ბელგიის სასამართლო სააკაშვილს გენოციდის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით

„საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო მასალა მომზადებულია. ჩვენ ამ პროცესის დაწყებას ერთი თვის განმავლობაში ვაპირებთ. ჩვენი ბელგიელი ადვოკატები პროცესის წარმატებით დასრულებაში დარწუმუნებულები არიან. ჩვენ სააკაშვილს ევროსაბჭოს და ნატოს შტაბებში გზას გადავუკეტავთ“,- განუცხადა  სააგენტო „იტარ-ტასს“ მედიასაბჭო „ობიექტივის“ წარმომადგენელმა, საქართველოდან გაძევებულმა მერაბ ბლადაძემ. 

ბლადაძის განცხადებით, ისინი საქართველოს პრეზიდენტს ბრალს დებენ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში,  2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებაში, 2008 წელს რუსეთთან ომის გაჩაღებაში,  ოპოზიციის წინააღმდეგ სისტემატურ რეპრესიებში, ასევე მისი პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებაში, მიტინგების და დემონსტრაციების დარბევაში, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლების, აგრეთვე საქართველოს ციხეებში პოლიტიკური და „სინდისის პატიმრების“ გამომწყვდევაში ადანაშაულებენ.  1993 წელს მინიჭებული კანონის თანახმად, ბელგიის სასამართლოს უნივერსალური იურისდიქციის უნიკალური უფლება გააჩნია.  
 
ამ კანონის მიხედვით, ბელგიის სასამართლოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის სახელმწიფო მოღვაწეების წინააღმდეგ გენოციდის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით, სასამართლო პროცესის დაწყების უფლება აქვს. ეს კანონი გამოყენებული იყო 2001 წელს , როდესაც ახლო აღმოსავლეთიდან გაძევებულმა ჯგუფმა ისრაელის მაშინდელი პრეზიდენტის არიელ შარონის წინააღმდეგ 1982 წელს ლივანის საბრაში და შატილში სასაკლაოს მოწყობის ბრალდებით სარჩელი შეიტანეს. ისრაელის ადვოკატების დიდი ძალისხმევით ეს საკითხი ჩაახშეს, თუმცა, არიელ შარონის ბელგიაში რამდენიმე ვიზიტი გადაიდო.