ბიძინა ივანიშვილი ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაციის წევრებს ხვდება

ბიძინა ივანიშვილი ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაციის წევრებს ხვდება

ამ წუთებში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და  ლიბერალური ინტერნაციონალის დელეგაციის წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

ლიბერალური ინტერნაციონალის 17-კაციანი დელეგაცია საქართველოში „ქართული ოცნების“ მოწვევით იმყოფება.

„ქართული ოცნების“ პრეს-სამდივნოს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და მაკედონიიდან პარლამენტარები და პოლიტიკოსები შედიან.

ცნობისთვის, ლიბერალური ინტერნაციონალი მსოფლიოში მოქმედი ლიბერალური პარტიების გაერთიანებაა.

მისი მიზანი მსოფლიოში ლიბერალური ფასეულობების გავრცელება და ლიბერალური პარტიების საქმიანობის ხელშეწყობაა.