კუნძულ იავაზე გამქრალი რუსული თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს

კუნძულ იავაზე გამქრალი რუსული თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს


ინდონეზიაში გუშინ დაკარგული რუსული თვითმფრინავის Superjet-100 ნამსხვრევები სამაშველო ჯგუფმა, 1650 მეტრის სიმაღლეზე, კუნძულ იავას დასავლეთით, მთა სალაკის ფერდობზე იპოვეს.

ინდონეზიის ხელისუფლებამ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დაუყონებლივი გამოძიება  მოითხოვა.

არსებული ბოლო ინფორმაციით  Sukhoi Superjet100 მთის ფერდობის შეეჯახების შედეგად ჩამოვარდა. თვითმფრინავის ნამსხვრევების ნაწილი ფერდობზევე დარჩა.  თვითმფრინავის ბორტზე 44 ადამიანი იმყოფებოდა.  ინდონეზიის მოქალაქეებს, შორის იყო  რუსეთის 8 მოქალაქე, იტალიის-ორი, ასევე საფრანგეთისა და ამერიკის მოქალაქეები.  

სამაშველო სამუშაოები კატასტროფის ადგილზე, ამ დრომდე გრძელდება, თუმცა არანაირი ცნობა ბორტზე მყოფთა გადარჩენის შესახებ არ არსებობს.

რუსული თვითმფრინავი Sukhoi Superjet-100,  რომელიც ჯაკარტაში საჩვენებელ რეისს ასრულებდა, რადარების ეკრანებიდან ინდონეზიაში გაქრა.