აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დღეს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართება.
აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა შეხვედრას გამართავს დელეგაციის წევრებთან ფილიპ ლეფორთან, პადრიგ მერფთან და ანტი ტურუნენთან. მხარეები კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ იმსჯელებენ.
რამდენიმე დღის წინ თანათავმჯდომარეები სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ახლადარჩეულ ლიდერს ლეონიდ თიბილოვსაც შეხვედნენ.