პორტუგალიაში ორი რელიგიური და ორი საერო დღესასწაული გააუქმეს. გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად კრიზისთან ბრძოლა დასახელდა.
ნორმა ხუთ წელიწადს იმოქმედებს. გასაუქმებელი რელიგიური დღესასწაულების შერჩევაში პორტუგალიის მთავრობას ვატიკანი დაეხმარა. მათ აარჩიეს ისეთი დღესასწაულები, რომლის დროსაც მუშაობა შეიძლება.
მანამდე პორტუგალიამ, ბიუჯეტის დეფიციტის დასაძლევად, ბიუჯეტიდან მიღებული ხელფასები შეამცირა და გადასახადები გაზარდა.
პორტუგალიის მთავრობას იმედი აქვს, რომ, ხარჯების შემცირებით, ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მოიმატებს და ეკონომიკა გაიზრდება.