პალიკო კუბლაშვილი: ივანიშვილი თუ აცხადებს, რომ 2004 წლიდან ცხოვრობს საქართველოში  მეორე მოსმენაზე შეგვიძლია ზღვარი დავწიოთ

პალიკო კუბლაშვილი: ივანიშვილი თუ აცხადებს, რომ 2004 წლიდან ცხოვრობს საქართველოში მეორე მოსმენაზე შეგვიძლია ზღვარი დავწიოთ

 

არის თუ არა ქრისტიან-დემოკრატული მოძრაობის მეირ გახმიანებული ინიციატივა, რომ საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის უფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს მიეცეთ, რომლებიც საქართველოში სულ მცირე 10 წელიწადია ცხოვრობენ მიმართული ბიძნა ივანიშვილის წინააღმდეგ? თემამ აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც საკონსტუტუციო ცვლებებების პროექტში, რომელიც პარლამენტის სესიაზე განსახილველად მზად იყო ოპოზიციური ფრაქციის ინიციატივით ცვლილება შევიდა და 3 წლიანი ზღვარი 10-მდე გაიზარდა.

ამ შესწორების შემდეგ გაირკვა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერი, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი, როგორც ირკვევა, კანონპროექტის რეგულაციების იმ ნაწილს ვერ აკმაყოფილებს, რომელიც ქვეყანაში ცხოვრების ცენზს შეეხება.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილი აცხადებს, რომ მართველი გუნდი მზად არის საკონსტიტუციო პროექტის მეორე მოსმენაზე კანონპროექტში შესწორებები შეიტანოს, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერს საარჩევნო პროცესში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

კუბლაშვილი თანახმაა ამისთვის კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაიწეროს, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ევროკავშირის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2005 წლიდან საქართველოში ცხოვრობენ.

„ჩვენ რამდენადაც ვიცით, ჩვენი ინფორმაციით, 2001 წლიდან ბიძინა ივანიშვილი უკვე საქართველოშია და მუდმივად ცხოვრობს. თუმცა, როგორც ახლა გავიგეთ, ბიძინა ივანიშვილს განუცხადებია, რომ იგი 2004 წლიდან არის საქართველოში. მე რამდენადაც მახსოვს, მშენებლობაც 2001-ში დაიწყო მთაწმინდაზე და ასე შემდეგ. მაგრამ მნიშვნელობა არა აქვს. თუ აცხადებს თვითონ, რომ 2004 წლიდან ცხოვრობს, კი, ბატონო, არ არის არანაირი პრობლემა. ეს პირველი მოსმენით განვიხილეთ ჩვენ. მეორე მოსმენაზე შეგვიძლია ზღვარის დაწევაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა ამ საკითხის კომენტირებისას კუბლაშვილმა.