„მემარცხენე ფრონტის“ ლიდერს, სერგეი უდალცოვსა და ოპოზიციონერ ბლოგერს, ალექსეი ნავალნის მოსკოვის სასამართლომ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში დასდეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებს.
უდალცოვის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური შურისძიება იმის გამო, რომ ხალხი პროტესტის ნიშნად ქუჩაში გადის და ხელისუფლებისადმი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს.
შეგახსენებთ, რუსეთის „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორმა და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგეი უდალცოვმა გუშინ, მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით, მისმა ადვიკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა გაავრცელა უდალცოვი სამართალდამცველებმა ბოლოს ოთხშაბათ საღამოს, მილიონების მარშის და „უვადო სეირნობების“ ორგანიზების გამო, აქციის მიმდინარეობისას დააკავეს.