გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე საქართველოში არჩევნებისთვის სამზადისით დაინტერესდა

გერმანიის ბუნდესტაგის თავმჯდომარე საქართველოში არჩევნებისთვის სამზადისით დაინტერესდა

ბუნდესტაგის თავმჯდომარემ, ნორბერტ ლამერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა საქართველოში არჩევნებისთვის სამზადისის შესახებ. ორი ქვეყნის საკანონდმებლო ორგანოს თავმჯდომარეების შხევდერა გუშინ გაიმართა.

შეხვედრისას ლამერტმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა საარჩევნო პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიურად ჩართვის თაობაზე და აღნიშნა, რომ მას სჯერა მოახლოებული არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების.

დავით ბაქრაძემ ნორბერტ ლამერტს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გერმანიის სახელმწიფოს პოზიციისათვის, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას გულისხმობს.