გერმანიისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრის ძირითადი საკითხები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, შიდაპოლიტიკური ვითარება იყო.
დავით ბაქრაძემ და ნორბერტ ლამერტმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულად განვითარების პროცესს და ქართულ-გერმანული ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება.
„გერმანია, დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა, ყოველთვის საქართველოს გვერდით იდგა, როგორც ევროპაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ქვეყანა“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.