პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანსა და ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარეს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის დღეს, პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ლორთქიფანიძე საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს დღევანდელი სხდომის გასაიდუმლოებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მედიისგან „გასაიდუმლოებული“ სხდომის პროცესში ლაზიკისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების საკონსტიტუციო ცვლილება ჩუმად დაარეგისტრირეს.
„არც ერთი თავმოყვარე ერი თავს უფლებას არ მისცემდა, რომ მმართველ გუნდს ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე განეხორციელებინა ცვლილებები და საკუთარ პოლიტიკურ თარგზე მოეჭრა კონსტიტუცია“ ,– აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მის ბრალდებას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "მედია ყოველთვის საქმის კურსშია".
„პარლამენტის ბიურო შეიკრიბა და ინიციატივა დაარეგისტრირა. ლაზიკა არ მოგწონთ, ნუ მოგწონთ. საკონსტიტუციო ცვლილება არ მოგწონთ, ნუ მოგწონთ. თქვენ მედიის ადვოკატად არავის დაუნიშნიხართ“ ,– მიმართა მაჭავარიანმა კოლეგას.
"თუ სადმე გამჭვირვალე პროცესებია, ეს პარლამენტია", - მიაჩნია მიხეილ მაჭავარიანს.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი პირველ ვიცე–სპიკერს დარბაზიდან ეკამათებოდა