ვიქტორ დოლიძე: უმრავლესობას და მათ საქმიანობას რომ გადახედოთ, კაცი ვერ გაიგებს რა ხდება საკრებულოში

ვიქტორ დოლიძე: უმრავლესობას და მათ საქმიანობას რომ გადახედოთ, კაცი ვერ გაიგებს რა ხდება საკრებულოში


საკრებულოს წევრი, ,,თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერი, ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ IRI-ის და NDI-ის ინსტიტუტებმა ძალიან ბევრი გააკეთეს საქართველში დემოკრატიის განვითარებისთვის, თუმცა მათი მეთოდოლოგია დასახვეწია.

„ჩვენ ბუნებრივია, მადლიერი ვართ IRI-ის და  NDI-ის ინსტიტუტების მიმართ, რასაც ისინი დემოკრატიული განვითარების კუთხით ჩვენს ქვეყანაში ატარებენ. ძალიან მნიშვნელოვანია მათ მიერ განხორციელებული პროექტები. დარწმუნებული ვარ, რომ მათაც სურთ რომ ობიექტურნი იყვნენ და ხალხმა ნდობა არ დაკარგოს მათი გამოკითხვების მიმართ. თუმცა დასახვეწია მეთოდოლოგია, კითხვები, ველი, სადაც ისინი გამოკითხვებს ატარებენ, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მოსახლეობა დაშინებულია. სასაცილოა, ასევე ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი სააკაშვილთან და მითუმეტეს გიორგი თარგამაძესთან მიმართებაში.

რაც შეეხება ჩვენს აქტიურობას საკრებულოში, ოპოზიციური კანდიდატები საკრებულში ძალიან ვაქტიურობთ, თუკი რაიმე კეთდება საკრებულოში, ხმაურს იწვევს რომელიმე საკითხი, ეს სწორედ ოპოზიციური კანდიდატებიდან გამომდინარეობს. უმრავლესობას და მათ საქმიანობას რომ გადახედოთ, კაცი ვერ გაიგებს რა ხდება საკრებულოში“,-აცხადებს ვიქტორ დოლიძე Presage.tv-სთან საუბარში.