ყაჩაღობაში ბრალდებული თეიმურაზ ბააცაშვილი და თეონა ყოლბაია დააკავეს

ყაჩაღობაში ბრალდებული თეიმურაზ ბააცაშვილი და თეონა ყოლბაია დააკავეს


თბილისში,  შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 5 მაისს,  წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1987 წელს დაბადებული თეიმურაზ ბააცაშვილი და ასევე წარსულში ნასამართლევი, 1989  წელს დაბადებული თეონა ყოლბაია დააკავეს.

 შსს-ს ინფორმაცით, დაკავებულები  სათამაშო იარაღით შეიარაღებულები კერძო ტაქსის მფლობელებს აყაჩაღებდნენ.

„წინასწარ შერჩეულ ადგილზე ტაქსს აჩერებდნენ, რის შემდეგაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიჰყავდათ და სათამაშო იარაღის მუქარით ფულად თანხას, მობილურ ტელეფონსა და ავტომანქანას ართმევდნენ, ხოლო მძღოლს შემთხვევის ადგილზე ტოვებდნენ“, - აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე.

გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ მათ ასევე დ. უზნაძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს, საიდანაც 250 ლარი გაიტაცეს.

თეიმურაზ ბააცაშვილი და თეონა ყოლბაია ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის II ნაწილის ბ და გ პუნქტებით მიმდინარეობს.