„ხალხის პარტიის" ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადებით, მესამე ძალის ხილვა პარლამენტში არა საზოგადოებას, არამედ თვით ამ ძალის წარმომადგენლებს სურთ.
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა საარჩევნო ბლოკებში გაერთიანებას არ გამორიცხავენ.
„საზოგადოების მხრიდან მესამე ძალის შექმნის სურვილს ვერ ვხედავ. რაც შეეხება, ხელისუფლების სურვილს, იყოს თუ არა ეს ძალა პარლამენტში, მათ ვფიქრობ, არც მესამე ძალის და არც „ქართული ოცნების“ ხილვა სურთ პარლამენტში. უბრალოდ, გაიოლდება მათი ამოცანა, რადგან მესამე ძალა „ქართულ ოცნებას“ წაართმევს ხმებს, თანაც მეეჭვება ამ ძალამ ბარიერი გადალახოს. განსხვავება მესამე, მეოთხე თუ კიდევ სხვა ძალასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ის არის, რომ მესამე ძლა პარლამენტში მოსახვედრად იბრძვის, „ქართულ ოცნებას“ კი ხელისუფლების შეცვლა სურს“,-აცხადებს Presage.tv-სთან საუბარში „ხალხის პარტიის“ ლიდერი.