ზაქარია ქუცნაშვილი:  შეშინებული ხელისუფლება მორიგ ბარიერს, რომ ვეღარ შექმნიდა დადასტურდა და  „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ წარმოიშვა

ზაქარია ქუცნაშვილი: შეშინებული ხელისუფლება მორიგ ბარიერს, რომ ვეღარ შექმნიდა დადასტურდა და „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ წარმოიშვა

From.ge

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის და ადვოკატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით,  პოლიტკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა და პარტიის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტაცია სამინისტრომ უხარვეზოდ მიიჩნია.

„ვადასტურებთ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს რეგისტრაციის ფაქტს შესაბამისად,  ჩვენი ვარაუდი, რომ შეშინებული ხელისუფლება ვეღარ შექმნიდა მორიგ ბარიერს დადასტურდა და ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ რეგისტრაციის ფაქტიდან გამომდინარე, 21 აპრილიდან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ წარმოიშვა“,-განაცხადა ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილის განცხადებითვე, ყველა პროცედურა კანონით დადგენილი წესის თანახმადაა გავლილი.

შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 21 აპრილს დაფუძნდა. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს.