ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერი სერგეი მირონოვი, საკუთარ კოლეგებს მოუწოდებს ხმა დიმიტრი მედვედევის კანდიდატურის წინააღმდეგ მისცენ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა პრემიერის თანამდებობაზე გუშინ წარადგინა.
„ან მის წინააღმდეგ ვაძლევთ ხმას, ან საერთოდ არ შევდივართ დარბაზში“,-განაცხადა მირონოვმა ფრაქციის სხდომაზე.
მიუხედავად ამისა, მედვედევს პრემიერ მინისტრობისთვის საკმარისი ხმა მაინც ექნება, რადგან კენჭისყრაში „ერთიანი რუსთი“ და „ლიბერალ დემოკრატიული პარტიაც“ მონაწილეობენ.