გალში 45 წლის   ფელიქს გვალია გაიტაცეს

გალში 45 წლის ფელიქს გვალია გაიტაცეს

From.ge

 გუშინ, გვიან ღამით, გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღებში მცხოვრებ გვალიების ოჯახს თავს ხუთი შეიარაღებული პირი დაესხა. თავდამსხმელემა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახის წევრებს, შემდეგ კი, ოჯახის უფროსი, 45 წლის,  ფელიქს გვალია გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ოჯახს თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაკავშირებიან, არ მოუთხოვიათ გამოსასყიდი თანხა და არც სხვა პირობები წამოუყენებიათ. თავდასხმისას გვალიების ოჯახიდან არაფერი წაუღიათ. შესაბამისად ოჯახის ახლობლები, ვარაუდობენ, რომ გატაცება შესაძლოა გვალიების სიძეს უკავშირდებოდეს. მათი ინფორმაციით, ის, წვრილი მეწარმეა და საკუთარი ბიზნესი აქვს.