ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აღარ ჩატარდება

ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აღარ ჩატარდება


ისრაელში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აღარ ჩატარდება. ქვეყნის პრემიერმა,  ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც პარტია „ლიკუდს“  ხელმძღვანელობს, ოპოზიციურ პარტია „კადიმასთან“ ხელისუფლების ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკება მოახერხა. გავრცელებული ინფორმაციით, „კადიმა“  ხელისუფლების კურსს მხარს დაუჭერს, სანაცვლოდ კი პარტიის ლიდერი ვიცე-პრემიერის პოსტს მიიღებს. თავის მხრივ კი, პარტია „ლიკუდი“ მხარს დაუჭერს „კადიმას“ პოზიციას სტუდენტების სამხედრო სამსახურში მსახურის გადავადებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელში ვადამდელი არჩევნები გამოცხადდა. განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.

საპარლამენტო არჩევნები პარლამენტში 2013 წელს ჩატარდება.