ზურაბ აბაშიძე: საუბრობდნენ, რომ სოციალისტები სარკოზის საქართველოსადმი პასიური პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ

ზურაბ აბაშიძე: საუბრობდნენ, რომ სოციალისტები სარკოზის საქართველოსადმი პასიური პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ


 ექსპერტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ  ამ ეტაპზე  საქართველო საფრანგეთისთვის შეიძლება ისეთ  პრიორიტეტს აღარ წარმოადგენდეს, როგორც ეს ნიკოლა სარკოზის დროს გახლდათ, თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

საფრანგეთის ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატი ფრანსუა ოლანდის მოსვლის შემდეგ, ქართველ ექსპერტთა და პოლიტიკოსთა ნაწილი შიშობს, რომ შესაძალებელია თბილისი-პარიზის ურთიერთობები ისეთი თბილი აღარ იყოს, როგორც ეს ნიკოლა სარკოზის პერიოდში იყო.

 „ნიკოლა სარკოზისთვის  საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი თემა და პრიორიტეტი გახლდათ, ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ საფრანგეთი მაშინ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა იყო. საფრანგეთის ხელისუფლებას უახლოეს მომავალში სხვა პრიოპრიტეტების ექნება. არ ვფიქრობ, რომ ფრანსუა ოლანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რაღაც რადიკალურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობებში. ჩვენი დიპლომატები, რომლებიც იქ მუშაობენს, თითქოს იმასაც ამბობენ, რომ  რომ სოციალისტები სარკოზის საქართველოსადმი პასიური პოლიტიკის გამო აკრიტიკებდნენ. გამოჩნდება ყველაფერი, საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას დრო დასჭირდება“,-აცხადებსზურაბ აბაშიძე.