საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის პრესსამსახური, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი საფრანგეთის ახალი პრემიერის ვინაობას ერთ კვირაში დაასახელებს. ამ დროისთვის კი ოლანდი პირველი საერთაშორისო შეხვედრებისთვის ემზადება.
უახლოეს მომავალში ოლანდს დაგეგმილი აქვს შეხვედრები გერმანიასა და შეერთებულ შტატებში. ჩიკაგოში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ის ავღანეთიდან ფრანგული კონტინგენტის დათქმულ ვადამდე გამოყვანის წინადადებით გამოვა. მან უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა წინასაარჩევნო დაპირებას შეასრულებს .