ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებმის განცხადებით, ამერიკაში ცნობილი ტერორისტის ბინ ლადენის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით ტერაქტები იგეგმებოდა, თუმცა ამ დროისთვის მათ შეძლეს არეულობების თავიდან აცილება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული აქტის გეგმა იემენში მოქმედმა „ალ ქაიდასთან” დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ შეიმუშავა. თვითმკვლელ ტერორისტს თავად უნდა აერჩია კონკრეტული ავიარეისი და თავდასხმის დრო. თავდამსხმელის შესახებ, კონკრეტული ინფორმაციები არ ვრცელდება.