ზაქათალას რაიონში 300-ზე მეტი სახლი დაზიანდა, 40 ჩამოინგრა

ზაქათალას რაიონში 300-ზე მეტი სახლი დაზიანდა, 40 ჩამოინგრა

 

გუშინ, დილით, ზაქათალას რაიონში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად რაიონის ტერიტორიაზე 300-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, 40 სახლი კი ჩამოინგრა. ინფორმაციას ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის კორესპონდენტი ზაქათალის რაიონის საგანგებო სიტუაციათა კომისიის თავმჯდომარე ელმან რამაზანოვზე დაყრდნობით  ჰერეთიდან იტყობინება, რომ რამდენიმე ადამიანი ნანგრევებში მოჰყვა, ათზე მეტი კი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მიწისძვრის შედეგად დაზიანებული ობიექტების გამოსავლენად და დაზარალებულებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, საგანგებო კომისია გუშინ დილიდან მუშაობს. რამაზანოვმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი სახლი დაზიანდა, ხოლო 40 ჩამოინგრა.