იულია ტიმოშენკოს გერმანელი ექიმი უმკურნალებს. ნორბერტ ჰაასი უკრაინაში გვიან ღამით ჩავიდა.
ყოფილ პრემიერს ის, სავარაუდოდ, დღეს გასინჯავს. ჰაასი აცხადებს, რომ უკვე გაეცნო სამედიცინო დასკვნებს, რომლებიც მას უკრაინულმა მხარემ მიაწოდა და საბაბს სერიოზული შეშფოთებისთვის ვერ ხედავს.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს ხარკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმ პირობით, რომ საავადმყოფოში მას გერმანელი ექიმები უმკურნალებენ.
საავადმყოფოში მისი გადაყვანა ჯერ კიდევ 20 აპრილს მოხდა, რათა მისთვის დეტალური გამოკვლევები ჩაეტარებინათ. თუმცა 2 დღეში ექსპრემიერი კოლონიაში დააბრუნეს.
ტიმოშენკო უარს ამბობდა მედიკოსებთან ურთიერთობაზე, იმის გამო, რომ ჰოსპიტალიზაციის პროცესში კოლონიის თანამშრომლებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც გერმანელი ექიმი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის საავადმყოფოებში არ აღმოჩნდება სათანადო პირობები ტიმოშენკოს სამკურნალოდ, ქვეყნის ხელისუფლებას მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანის რეკომენდაციას მისცემს. იულია ტიმოშენკოს ციხის საკნიდან საავადმყოფოში დღეს გადაიყვანენ.