„ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო, რომ ნატოს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის. ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს ნამდვილად ექნება საშუალება წარმოაჩინოს რამდენად უახლოვდება ნატოს სტანდარტებს. გერმანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ჩვენ არ ვემხრობით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებს, თუმცა ვფიქრობთ, რომ დიდი მოთმინება და ხალხთა შორის ურთიერთობის გაღმავება საჭიროა“, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რუპრეხტ პოლენციმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრის შემდეგ.
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს არ ცნობს.