ავღანეთში ნატოს კოალიციური ძალების სარდლობის ინფორმაციით, თვითნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად ორშაბათს ავრანეთის აღმოსავლეთ რეგიონში კოალიციის სამი ჯარისკაცი დაიღუპა.
კოალიციური სარდლობა ინცინდენტის ადგილს და დაღუპულ ჯარისკაცთა ვინაობას ჯერ არ აზუსტებს.
ამ ინციდენტის შემდეგ 2012 წელს ავღანეთში დაღუპული საერთაშორისო სამხედრო ძალების დანაკარგის რიცხვი 142-მდე გაიზარდა.
თალიბთა მოძრაობამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა „თავდასხმების გაზაფხული“, რაც ავღანეთის მთავრობამ დაგმო, როგორც ისლამის საწინააღმდეგო, მზაკვრული ქმედება.