ტაიტიში მოკრივე თავისი პროფესიული დებიუტის შესრულებისას გარდაიცვალა. სპორტსმენს რინგზე კრუნჩხვები დაემართა და ის კლინიკაში მიყვანამდე დაიღუპა.
19 წლის პერუელი სპორტსმენი ახალი ზელანდიიდან ვილმან როდრიგეს გომესი, რომელიც მერვე 61,3 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, სხვა დებიუტანტს კარიი ტეხეის ხვდებოდა. პირველ რაუნდში 32 წამის შემდეგ გომესი დაეცა და კრუნჩხვებში ჩავარდა, რის შემდეგაც გონება დაკარგა.
მედიკოსებმა მას პირველადი დახმარება გაუწიეს, რის შემდეგაც ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ტაიტის დედაქალაქის პაპაეტეს ცენტრალურ საავადმყოფოში. მისვლისას აღმოჩნდა, რომ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
სპორტსმენის გარადაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მოქალაქის ტაიტიში გარდაცვალება.