სოციალურ ქსელში ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების ახალი ვიდეოკადრები გავრცელდა.
ვიდეომასალიდან ჩანს, რომ კადრები რესტორნის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გააძევეს.
უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი კიევიდან, 12 თებერვალს ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ჩარტერული რეისით გაფრინდა.
შეგახსენებთ, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა კიევში, რესტორანში SULUGUNI დააკავეს. სოციალურ მედიაში სააკაშვილის დაკავების ვიდეომასალაც გავრცელდა.