ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება, - მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე - მალთაყვის საკურორტო ზონაში ტურიზმის განვითარებას.
"ეს გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო მიმართულება. ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს ფოთთან დაკავშირებით. ეს არის ისტორიული ქალაქი, რომლის პოტენციალი უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა პრემიერმა.
მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პროექტის ღირებულება 18 500 000 ლარია და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადამიანი. პროექტი 2018 წელს დასრულდება.