ტერორისტული დაჯგუფება

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა ინტერნეტში შოკისმომგვრელი ვიდეო გაავრცელა(VIDEO)

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა ინტერნეტში შოკისმომგვრელი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოლის თავის მოკვეთის კადრებია ასახული. ექსტრემისტული დაჯგუფების წევრების განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობა აშშ-ის მიერ ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ განახორციელებულ ავიაშეტევებზე რევანში იყო.

ჯეიმს ფოლი 2012 წელს სირიაში გაიტაცეს და მას შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა. ამერიკელი ჟურნალისტი ახლო აღმოსავლეთში Global Post-ისა და სხვა მედიასაშუალებებისთვის, მათ შორის ფრანგული სააგენტო AFP-სთვის მუშაობდა. ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ დღეს საგანგებო განცხადებას გააკეთებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. თეთერმა სახლმა უკვე დაადასტურა, რომ სიკვდილმისჯილი ჯეიმს ფოლია.