ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც სკანდალურად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დღეს ანაკლიაში მუნიციპალური ბაზრისა და ტაქსოპარკის პრეზენტაციაზე გამოჩნდა. ჯერჯერობით უსტატუსო გიორგი სიგუამ პრეზენტაცია საკმაოდ ხმაურიანი და გაბრაზებული ტონით დაიწყო. გიორგი სიგუა “კაზანტიპის რესპუბლიკაში” რეგისტრირებულ ტაქსის მძღლოებს ჩვეული ემოციით მიმართავდა.
“ნუ ყაყანებთ აქ. თუ არ იქნებით ჭკვიანად, წავიღებ აქედან ყველაფერს”-ასე აწყნარებდა სიგუა რიგში მდგარ მძროლებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას წაიღებდა ანაკლიიდან, პროექტს თუ ფესტივალის სუფთა მოგებას.
მოგვიანებით სიტუაცია “OK GEORGIA”-ს წარმომადგენელმა განმუხტა და მძღოლებს სამუშაო პირობები გააცნო. მძღოლებმა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საკუთარი აზრი გამოთქვეს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით.