საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით 2012 წლის არჩევნებში "გაზპრომის" ყველაზე დიდმა კერძო აქციონერმა გაიმარჯვა და პუტინმა არჩევნებზე მას 2 მილიარდი დოლარი გამოუყო - ამის შესახებ ექს პრეზიდენტმა ტელეარხ "უკრაინის" ეთერში, გადაცემა "События"- ში სტუმრობისას განაცხადა. სააკაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება, თუმცა არ სურს ქვეყანამ უკრაინის მსგავსად, რთული გზა განვლოს.