შს მინისტრი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებს შეხვდა

შს მინისტრი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა და პირადად გაესაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ დაღუპულთა ოჯახები თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მინისტრმა დაღუპულ პოლიციელთა ოჯახის წევრებს ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზიის 500 ლარიანი ვაუჩერები და სხვა საჩუქრები გადასცა.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაიღუპა.