სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაჩნდა, რომელშიც 2007 წელს პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ სააკაშვილისა და დევნილთა ყოფილი მინისტრის, კობა სუბელიანის წინასაარჩევნო დაპირება ვრცელდება. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა, ხოლო დღეს, „ძუძუს გოჭივით“ გაჩუმებული სუბელიანი, რომელიც მაშინ დევნილთა მინისტრი იყო პოლიტიკურ ასპარეზზე იშვიათად თუ ჩნდება.
„მე გაძლევთ სიტყვას, რომ თუ 5 იანვრის არჩევნები ჩავატარეთ ნორმალურად, შემდეგ ზამთარს ჩვენ ყველანი ვიქნებით ბევრად უფრო თბილი კლიმატის პირობებში. ეს არ არის დაპირება, ეს არის ჩემი ცხოვრების აზრი! ჩვენ დავბრუნდებით! მე გაძლევთ ამის გარანტიას და დაპირებას. არასოდეს მითქვამს არაფერი ასე კონკრეტულად.“- მიმართავს სააკაშვილი დევნილებს.