„კაზანტიპის“ ფესტივალს ეკლესია ეწინააღმდეგება. დღეს ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ „კაზანტიპის“ ფესტივალი ქართულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, რის გამოც ის საქართველოში არ უნდა ჩატარდეს, მით უმეტეს მარხვის პერიოდში.
მეუფის განცხადებით კაზანტიპის წინააღმდეგი არამარტო ეკლესია, არამედ მთელი ქართველი ხალხია. კაზანტიპის მუსიკალური ფესტივალი ანაკლიაში 20 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს.