შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის ავტომრბოლელებმა წარმატებით იასპარეზეს

შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის ავტომრბოლელებმა წარმატებით იასპარეზეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის მრბოლელებმა საქართველოს ჩემპიონატის წრიული რბოლის მე-4 ეტაპში იასპარეზეს. რბოლა „Formula Alpha“-ს, „US LEGENDS“-ს, „GT TOURING“-ს, „GT UNLIMITED“-ს, „BIKE“-ს კლასის ავტომობილებში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტულ კლუბ „MIA FORCE“-ის ავტომრბოლელებმა დათა ქაჯაიამ და კონსტანტინე კოლიაშვილმა საქართველოს ჩემპიონატის წრიული რბოლის მე-4 ეტაპში „ლეჯენდს“-ის კლასის ავტომობილებით, ხოლო ლაშა ნადირაშვილმა და ირაკლი ჩხეიძემ ფორმულა „ალფა“-ს კლასის ავტომობილების რბოლაში მიიღეს მონაწილეობა. კლუბის მრბოლელებმა წარმატებით იასპარეზეს „US LEGENDS“-ს კლასის ავტომობილების რბოლაში, რომელშიც დათა ქაჯაიამ ჩემპიონატის IV ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. აღნიშნულ კლასში გუნდებს შორის სპორტულმა კლუბმა “MIA FORCE”-მ გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

შსს-ს სპორტული კლუბის ავტომრბოლელები დათა ქაჯაია და კონსტანტინე კოლიაშვილი ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ეგიდით გამართულ ევროპის ეროვნებათა ჩემპიონატში, რომლის მე-5 ეტაპი სლოვაკეთის „სლოვაკიარინგზე“ 4-6 ივლისს ჩატარდა. ჩემპიონატის ყველა ეტაპის მონაცემებით, დათა ქაჯაია კვლავ ლიდერობს, ხოლო მე-5 ეტაპის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მეხუთეა კონსტანტინე კოლიაშვილი. ტურნირის ორგანიზატორების სპეციალური მიწვევით, ქართველმა მრბოლელებმა პიკაპის კლასშიც იასპარეზეს, სადაც დათა ქაჯაიამ ერთ-ერთი რბოლა პირველ ადგილზე დაასრულა.