რუსმა სამხედროებმა ახალი ტერიტორიები მიიტაცეს - 3 უძველესი ტაძარი და სასაფლაო ოკუპირებულ ზონაში ექცევა(VIDEO)

რუსმა სამხედროებმა ახალი ტერიტორიები მიიტაცეს - 3 უძველესი ტაძარი და სასაფლაო ოკუპირებულ ზონაში ექცევა(VIDEO)

რუსი სამხედროები კიდევ ერთ ე.წ. საზღვრისპირა სოფელში გამოჩნდნენ - ამჯერად ხელოვნურ ბარიერებს გორის რაიონის სოფელ ქერესთან აწყობენ.

500 მეტრის სიგრძეზე უკვე აღმართეს მავთულხლართები და რკინის კონსტრუქციები. ადგილობრივების თქმით, თუ უკანონო სამუშაოები გაგრძელდება, საოკუპაციო ზოლში 3 უძველესი ტაძარი და სასაფლაო აღმოჩნდება.

ე.წ. საზღვრის მიღმა უკვე მოექცა სოფელ ქერეს სარწყავი წყლის ნაგებობა და ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებთან მისასვლელი გზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა სოფელ ქერეში მიმდინარე უკანონო სამუშაოების საკითხი ერგნეთის შეხვედრაზეც დააყენა, თუმცა ოფიციალურმა თბილისმა საოკუპაციო რეჟიმისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.