იპოვეს თუ არა ნიკო ფიროსმანის საფლავი - ,,მოამბისთვის” ექსკლუზიურად ხდება, რომ ექსპერტების ჯგუფმა კუკიას სასაფლაოზე პირველადი სამუშაოები ჩაატარა. ადგილზე სპეციალისტების მობილიზება მას შემდეგ მოხდა, რაც ერთერთ საფლავთან შემთხვევით ქვის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, წარწერით - "უფალო, შეიწყალე ნიკალა".
მითითებული ტერიტორია უკვე დაათვალიერა კულტურის მინისტრმაც. დღემდე მხატვრის განსასვენებელი ადგილის სავარაუდო ადგილმდებარეობებს შორის კუკიას სასაფლაო და პეტრე-პავლეს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია მიიჩნევა.
რა არგუმენტების საფუძველზე ამტკიცებენ ექსპერტები, რომ კუკიაზე აღმოჩენილი საფლავი სწორედ ნიკო ფიროსმანს ეკუთვნის - ქეთი ბოჯგუა დეტალებით.