ოკუპირებული და ბლოკირებული ზონის სოფლები უცხო თვალისთვის, მათ შორის უცხოელი ჟურნალისტებისათვის თითქმის მოუღწეველია. ქართული მოსახლეობა თავის სახლებს ვერ დაუბრუნდა და სასწაული რომც მოხდეს, და ქართულ სოფლებში ქართველებს შესვლის ნება მისცენ, იქ დაბრუნებას არანაირი აზრი არ ექნება. თუმცა, ქართლელი გლეხობა მაინც დაბრუნების იმედად ცხოვრობს.
ბეჟან გუნდიაშვილი, დიდი ლაიხვის ხეობის მკვიდრი: “საოცარია, მაგრამ ჩვენი ხეობის ხალხში, ანუ იმ სოფლებში, საიდანაც რუსები გავიდნენ, გაჭირვების დროსაც კი გამოიძებნა ძალა, რამაც აკვნის ბავშვებიც კი უკან ჩამოგვაყვანინა. ყოველ ღამით, სროლის დროს, მთელი სოფელი ერთად ვიყავით შეკრებილი. რაც არ უნდა მომხდარიყო, ერთი რამ ვიცოდით: აქედან კაცი არ გავიდოდა”.
სამაჩაბლოელები აცხადებენ, რომ კოკოითის მთავრობა ამჯერად ძალიან რთულ ვითარებაშია, რადგან კონტრაბანდის შემცირების შემდეგ მის მომხრეებს შემოსავალი მოაკლდათ და კოკითის მხარდამჭერთა რიცხვი ოს მოსახლეობაში თანდათან იკლებს. ბოლოდროინდელი პროვოკაციები და კონფლიქტის ზონაში დაძაბული ვითარების შენარჩუნება სწორე კოკითის წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ასეთ ვითარებაში შერიგების პროცესის წარმართვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
”ადრე, როდესაც კონტრაბანდით ცხოვრობდა კოკოითის მთავრობა, ცხინვალში ბევსრი ოსი ძვირადღირებული უცხოური მანქანებით დადიოდა. ახლა კი კოკითის მომხრეებს გაუჭირდათ. ბევრი იძულებული გახდა თავისი “ჯიპი“ გაეყიდა და “ჟიგულზე” გადამჯდარიყო”, - აცხადებს ჩვენთან საუბარში სამაჩაბლოელი გივი გოგოლაშვილი.
ოკუპირებულ პატარა ლიახვის ხეობაში, და ახალგორის რაიონში (ისევე როგორც კოდორის ხეობაში) ჯერ კიდევ არის დარჩენილი ქართული მოსახლეობა, რომლებიც რთულად, მაგრამ მაინც ახერხებენ დანარჩენ საქართველოსთან კონტაქტს. ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ მუდმივ შიშში ცხოვრობენ, კვლავაც არ აპირებენ საკუთარი სახლების დატოვებას და სეპატარისტებთან ჯიუტად არ თანამშრომლობენ.
ღამით სეპარატისტების და რუსები კვლავ ხშირად ისრვიან ქართული სოფლების მიმართულებით. ქართველ სამართალდამცველთა საგუშაგოები დგას, თუმცა ვანო მერაბიშვილის უწყება, ქართველი სამართალდამცავების მხრიდან, საპასუხო ცეცხლის გახსნას სასტიკად კრძალავს და ქართველი პოლიციელების სროლების დაწყების შემდეგ, ლიახვის ჭალაში იმალებიან.
მერაბ ქრისტესაიშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: პატარა ლიახვის ხეობიდან გამოყრილი ხალხი ახლა წეროცვანსი ვართ განაწილებულნი. და მაინც მაგრად ვდგავართ. საკუთარი სახლებიდან კი გამოგვყარეს, მაგრამ მაინც ქართულ მოწაზე ვართ, ჩვენს დანგრეულ სახლებზე ყოველდღე ვფიქრობთ და იმედს არ ვკარგავთ, რომ რუსები როცა იქნება, წაეთრევიან ჩვენი სოფლებიდან. აბა სულ ასე ხომ არ იქნება?”
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფსევდო თავდაცვის მინისტრის მოადგილის, იბრაგიმ გასეევის ნაბოდვარს თუ დავიჯერებთ, სოფელ ნიქოზის მხრიდან ცეცხლი ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს და სოფელ ხეთაგუროვოს გაუხსნეს.
“დასახლებული პუნქტების მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა. და თითქოს ქართველი პოლიციელები 6 ივლისის ღამით ცხინვალისაკენ. პერიოდულად ისროდნენ. სროლის შედეგად არავინ დაზარალებულა. შეიარაღებული ძალები და სხვა ძალოვანი სტრუქტურები პროვოკაციას არ აჰყვნენ და, ამასთან, მორიგე ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი”, - რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში დაიწუწუნა გისაევმა.
რეალური სიტუცია კი სულ სხვაგვარია. დგილობრივი მოსახლეობა ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ უკვე სახეზეც კი ცნობენ კოკოითის ბანდის წევრებს, მაგარამ მათი შეჩერება ბუნებრივია, რომ უბრალო გლეხობას არ შეუძლია.