საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მტკივნეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დარიგებული მაღალი პრემიები იყო:
_ ბატონო ბიძინა, ახლა, როცა პოლიტიკიდან წახვედით, ალბათ, სხვა თვალით უყურებთ მოვლენებს. რას გვეტყვით, თქვენი აზრით რა არის ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა?
_ მე ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი რაოდენობით დარიგებული პრემიები. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრამვა და არც ვმალავდი ამას. სადაც შეიძლებოდა ყველგან განვაცხადე და ყველას დავურეკე. მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი შეცდომაც და ყველაზე დიდი გაუგებრობაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ სწორედ რომ ეს არის და ეს ფაქტია.
_ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის დარბაისელის და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ რას გვეტყვით?
_ ეს არის დიდი შეცდომა, რაც უკვე გითხარით და მიმაჩნია, რომ ასეთი რამ დაუშვებელია და არ უნდა ხდებოდეს, _ გვითხრა ივანიშვილმა.