"ფურთხის ღირსი იყო და მიიღო..."(VIDEO)

ხმაური საქალაქო სასამართლოში - სანდრო გირგვლიანის საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე ფოიეში ინციდენტი მოხდა. ირაკლი კაკაბაძე ერთ-ერთი ბრალდებულის დათა ახალაიას ადვოკატს დაუპირისპირდა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  

ირაკლი კაკაბაძის, თქმით, ზაქარეიშვილი იცავს დამნაშავებს და სწორედ ეს გახდა შეურაცხოფის მიზეზი. რაც შეეხება ადვიოკატის პოზიციას  ირაკლი ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მას ხელი ეშლება განახორციელოს თავისი საქმიანობა და  მოუწოდებს სამართალდამცავებს გამოიძიოს მომხდარი ინციდენტი. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ დაპირისპირების განსამუხტად პროცესში მანდატურის სამსახურიც ჩაერთო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სანდრო გირგვლიანის საქმის არსებითი განხილვა უნდა ყოფილიყო, სადაც  მოსამართლეს დაცვისა და მოწმის მხარეებისთვის უნდა მოესმინა, თუმცა მხარეების გამოუცხადებლობის გამო პროცესი გადაიდო.