შინაგან საქმეთა მინისტრი „თბილისი 2015“-ის ჩატარების ხელშემწყობ სხდომას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი „თბილისი 2015“-ის ჩატარების ხელშემწყობ სხდომას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი 2015“-ის ჩატარების ხელშემწყობ სხდომას დაესწრო. ფესტივალთან დაკავშირებით კომისიის სხდომა დღეს მესამედ გაიმართა.

კომისიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, მისი წევრები არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი, თბილისის მერის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.