ქართველი ჟურნალისტები ერგნეთიდან SOS სიგნალს გადასცემენ. კოლეგების გათავისუფლებას სოლიდარობის აქციით ეხმაურებიან.
უკვე მეორე დღეა TV3-ის გადამები ჯგუფი ტყვეობაში რჩება, ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებული ჟურნალისტები ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული.
მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება მედიის წარმომადგენელთა გასათავისუფლებლად აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შინაგან საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირის მონაწილეობით.