მათიკაშვილი მაკრონის განცხადებაზე: თუ კი მიუღებელია ფრანგებისთვის უცხო ქვეყნიდან ჩარევა მათ საქმეებში, იქნება ეს ელჩის თუ სხვა ფორმატით, ასევე, მიუღებელი ჩვენთვის

მათიკაშვილი მაკრონის განცხადებაზე: თუ კი მიუღებელია ფრანგებისთვის უცხო ქვეყნიდან ჩარევა მათ საქმეებში, იქნება ეს ელჩის თუ სხვა ფორმატით, ასევე, მიუღებელი ჩვენთვის

თუ კი მიუღებელია ფრანგებისთვის უცხო ქვეყნიდან ჩარევა მათ საქმეებში, იქნება ეს ელჩის სახით თუ სხვა ნებისმიერი ფორმატით, ანალოგიურად მიუღებელი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოელი დიპლომატების ჩარევა, - ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის ელჩი მისი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის გააკრიტიკა.

დავით მათიკაშვილის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ მსგავსი მიდგომები საქართველოსთან მიმართებაშიც არსებობდეს.

„უნდა არსებობდეს ერთმაგი სტანდარტი პარტნიორული ურთიერთობებისთვის. ის, რაც არის მიუღებელი საფრანგეთის სახელმწიფოსთვის, ეს არის მიუღებელი საქართველოსთვის. თუ კი მიუღებელია ფრანგებისთვის უცხო ქვეყნიდან ჩარევა მათ საქმეებში, იქნება ეს ელჩის სახით თუ სხვა ნებისმიერი ფორმატით, ანალოგიურად არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩვენთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უცხოელი დიპლომატების ჩარევა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი აშშ-ის ელჩს საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც მან განაცხადა, აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის მიერ (რომელიც ამავდროულად დონალდ ტრამპის სიძის მამაა) საფრანგეთის კრიტიკა დიპლომატისთვის „მიუღებელია“. ამ თემაზე მან Face The Nation-თან ისაუბრა.