თენგიზ შარმანაშვილი: რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ - ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა

თენგიზ შარმანაშვილი: რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ - ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ - შეიძლება, ჩვენი მომხრეებიც მივიდნენ ინტერესის გამო - აბა რის გაკეთებას აპირებენ, ისინიც შეიკრიბონ, პრობლემა არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეს შეკრება კანონსაწინააღმდეგო ხასიათს მიიღებს, ხელისუფლება ამაში ჩაერევა, რადგან კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო, სახელმწიფომ ის უნდა აღკვეთოს.

„რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა, რადგან კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო, სახელმწიფომ ის უნდა აღკვეთოს. შეიძლება, ჩვენი მომხრეებიც მივიდნენ ინტერესის გამო - აბა რის გაკეთებას აპირებენ, ისინიც შეიკრიბონ, პრობლემა არ არის. თუ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადადგამენ, რაც უნდათ ის გააპროტესტონ”, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

შარმანაშვილის თქმით, „ლამაზი რევოლუციაც და მშვიდობიანი დამხობაც არის ძალადობრივი ქმედება“.

„ყველას კარგად გვესმის, რომ საზიზღრობას რაიმე ლამაზი სიტყვის წამატება ვერ გააკეთილშობილებს. „ლამაზი ადამიანების გალახვა“, „ქალბატონის შეურაცხყოფა ლამაზად” - არ არსებობს. რევოლუციაც მითუმეტეს არ არსებობს. ასე რომ, ეს არის შენიღბვა თავისი დესტრუქციული ქმედებებისა, თუმცა ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან ქართველ ხალხს დესტაბილიზაცია არაფერში არ სჭირდება”, - განაცხადა შარმანაშვილმა .