ედიშერ გვენეტაძე: როგორც საუკუნის წინ იწერებოდა აღტაცებული წერილები დიდ მამულიშვილთა სიკვდილის გამო, დღესაც ლიბერალ-ფაშისტები ჰიმნებს უძღვნიან კირკის მკვლელს

ედიშერ გვენეტაძე: როგორც საუკუნის წინ იწერებოდა აღტაცებული წერილები დიდ მამულიშვილთა სიკვდილის გამო, დღესაც ლიბერალ-ფაშისტები ჰიმნებს უძღვნიან კირკის მკვლელს

როგორც მაშინ, ისე დღეს, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ილია ჭავჭავაძის მკვლელობასა და ჩარლზ კირკის სიცოცხლის შეწყვეტას აღფრთოვანებით ხვდებიან. ისტორია გვიჩვენებს, რომ ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მწერლობას, პოეტობას, ჟურნალისტობას, მსახიობობას, პედაგოგობას, მხატვრობას იბრალებდნენ“ და მზად იყვნენ, პარტიის სახელით, ყველაზე საშინელი დანაშაულიც კი ჩაედინათ, - წერს ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ლიბერალური ფაშიზმით დაბრმავებული არსებები ვერ აცნობიერებენ, რომ მათი პოლიტიკური და იდეოლოგიური ძალაუფლების განადგურების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს, რისi თვალსაჩინო მაგალითიც იყო ევროპარლამენტში მომხდარი შემთხვევა, როდესაც პროგრესული იდეებით სავსე ახალგაზრდა ადამიანის ხსოვნას პატივი არ მიაგეს და პირიქით, ლიბერალ-ფაშისტურმა ელიტამ უტიფარი ხმაურით საკუთარი სულიერი დაცემა გამოხატა.

საუკუნის წინაც ზუსტად ასეთივე პროცესები მიმდინარეობდა მსოფლიოში, როგორიც დღეს.

ზუსტად ისეთივე ძალები, რომლებმაც მოკლეს ჩარლი კირკი, ზუსტად ასე ზეიმობდნენ ილია ჭავჭავაძის მკვლელობას და ამისათვის ითხოვდნენ მედლებს და პენსიების დანიშვნას.

ზუსტად ასე, როგორც დღეს, ფბ სივრცეებში ლიბერალ-ფაშისტები გამოხატავენ კირკის მკვლელობის გამო აღტაცებას. ზუსტად ასე იწერებოდა მაშინდელ გაზეთებში აღფრთოვანებული წერილები დიდი მამულიშვილის სიკვდილის გამო.

ზუსტად ასე, როგორც დღეს რუსთაველზე დაწანწალებენ შეპყრობილები, ასევე დაძრწოდნენ მაშინაც ლუმენპროლეტარები ქუჩებში, ორღობეებში. ბუღაძესავით, ამაღლობელივით, რატიანივით, კოტიკა ყუბანეიშვილივით, დოიაშვილივით, ფარულავასავით, მელობიე ნანულასავით... იბრალებდნენ მწერლობას, პოეტობას, რეჟისორობას, მსახიობობას, ჟურნალისტობას, პედაგოგობას, მხატვრობას... და ხმამაღლა ყვიროდნენ, როგორც ესენი: "მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას თუ პარტია მიბრძანებს ამას".

ზუსტად ასე, როგორც დღეს უძღვნიან ჰიმნებს და ოდებს კირკის მკვლელებს, ასევე ლექსებს უწერდნენ იმ მანქანებს, რომლებსაც დასახვრეტად განწირული სიკვდილმისჯილი ადამიანები გადაჰყავდა დასახვრეტად..

უბედურება ის არის, რომ ამ ლიბერალური ფაშიზმით გამოთაყვანებული სულიერი არსებები დღეს ვერ გრძნობენ იმას, რომ მათი პოლიტიკურ-იდეოლოგიური მიწისაგან პირისა აღგვის პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს და ისტორიული კანონზომიერებით დასასრულისაკენ მიემართება. ამის დასტურია ის საშინელება, რომელიც ევროპარლამენტში მოხდა, როდესაც ახალგაზრდა პროგრესული იდეებით აღსავსე ადამიანის ხსოვნას ფეხზე არ წარმოუდგა ახლანდელი ევროპული საბოლოოდ გადაგვარებული, გახრწნილი ლიბერალურ-ფაშისტური პოლიტ.ელიტა და პირიქით, საპირისპიროდ, ერთი ვაი-უშველებელი, ფეხების ბაკუნი, ხელების ბრახუნი და უბედურების მომლოდინე ავისმომასწავებელი გნიასი გამართა.

იცოდეთ, ამ ქმედებით საბოლოოდ ჩაიფარცხა და ჩაირეცხა ისტორიის კანალიზაციაში ის მსოფლიო ლიბერალურ-ფაშისტური ელიტა, რომელიც სამყაროში არაადამიანურობის, ანტისაკაცობრიობოს, ანტიჰუმანურობის დაკანონებას ცდილობდა.

რამდენად სწრაფად დასრულდება ეს ისტორიულ-პოლიტიკური პროცესი, ეს მხოლოდ და მხოლოდ დროისა და ტექნიკის საქმეა, რისი დასტურიც ჯეი დი ვენსის თქმული ეს სიტყვაცაა.

ამიტომაც ჭეშმარიტად ჭეშმარიტებას ამბობს სახარება: "ვინც ხმალს აღმართავს იმ ხმლითვე დაიღუპება". - წერს გვენეტაძე.