უკრაინის დედაქალაქში, რუსული დრონის ნამსხვრევის ჩამოვარდნის შედეგად, მინისტრთა კაბინეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე და პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
სვირიდენკოს თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მტრის იერიშის შედეგად სამთავრობო შენობა დაზიანდა.
ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები. მთავრობის ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსეთმა კიევზე დრონებით მასობრივი იერიში მიიტანა, შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 13 კი დაშავდა.