„მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“ - ამ სიტყვებით ბექა ოდიშარიას მიმართ გამოხატული აგრესიის ავტორი ბავშვთა ფსიქოლოგი ელენე ბერიკაშვილია

„მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“ - ამ სიტყვებით ბექა ოდიშარიას მიმართ გამოხატული აგრესიის ავტორი ბავშვთა ფსიქოლოგი ელენე ბერიკაშვილია

ფრაზა, რომელიც ბექა ოდიშარიას მიაძახეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა - მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“ - მას ოპოზიციის აქტივისტმა, ბავშვთა ფსიქოლოგმა ელენე ბერიკაშვილმა უთხრა.

ვერ ვიტყვი, რომ გამიხარდება მისი სიკვდილი. ის უბრალოდ არარაობაა და მის მიმართ მორალი არ გამაჩნია“, - დაწერა ელენე ბერიკაშვილმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში.

მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“, - ამ სიტყვებით მიმართა რადიკალური ოპოზიციის ორგანიზებული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა ოდიშარიას მას შემდეგ, რაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ მის მხარდამჭერებს და თანაგუნდელებს ოპოზიციის მხარდამჭერები დახვდნენ.

მარბიელი "სხვა სიმსივნიანებს ეს არ ეხება" "მე მის მიმართ არავითარი მორალი არა მაქვსო" მორალი ან აქვს ადამიანს, ამის მიმართ და იმის მიმართ რა შუაშია? შენი დაბალტარიფიანი პირით რას უტყვი რა მნიშვნელობა აქვს? შენ ხარ ის რაც ხარ!
2 დღის უკან
კანუდოსელი ქალმა თქვა, რომ ოდიშარია ადამიანი არ არის, ამიტომ ჩემი მორალი უშვებს მის მიმართ, როგორც მწერის მიმართ დამოკიდებულებასო. ამ ავადმყოფმა ქალმა მოახდინა ოდიშარიას დეჰუმანიზება, მას წაართვა ადამიანის სახე. თუ ის ადამიანი არ არის, მის მიმართ როგორც მწერის, ქვეწარმავლის, რეპტილიის ან ნადირის მიმართ მოქცევა სავსებით დასაშვებია. აქედან ერთი ნაბიჯი უშუალოდ მკვლელობის აქტამდე. ასე იქცეოდნენ ფაშისტები საკონცენტრაციო ბანაკებში. ეს არსება ტიპური ბუხენვალის ალქაჯი, ილზე კოხია, რომელიც თვალისდაუხამხამბლად ატყავებდა ხალხს და მათი კანისგან აბაჟირებს აკეთებდა. ხელისუფლება არ გვყავს და სხვას რას ველით, ესეთებიც იქნება და უარესებიც.
2 დღის უკან
sapiqrali და მორალის არ ქონა რას ნიშნავს? ისე ცნობისათვის ყველანი მოკვდავნი ვართ და არავინ არ ვიცით ვინ ვის გავასწრებთ. ბექა ოდიშარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ამ ქალბატონს კი სახე აქვს დაკარგული. მეცოდება.
2 დღის უკან
დოი რას დაემსგავსეთ,ადამიანობა სულ არ შეგრჩათ,ფუი თქვენი მართლა!
1 დღის უკან