პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ „ლელოს“ ლიდერების ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალების აქტი პოლიტიკური კეთილ გონიერების ნიმუში გახლავთ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, ხაზარაძე-ჯაფარიძეს და მათ უცხოელ პატრონებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ არჩვენებში დამარცხების შემთხვევაში მიზეზად მათი საპატიმროში ყოფნა გამოიყენონ.
„პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ „ლელოს“ ლიდერების ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალების აქტი პოლიტიკური კეთილგონიერების ნიმუში გახლავთ. ამ სუბიექტებს და არც მათ უცხოელ პატრონებს არ უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, არჩევნების დამარცხების შემთხვევაში მიზეზად მათი საპატიმროში, თუნდაც სამართლიანად ყოფნა მიზეზად გამოიყენონ. ამვდროულად ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ მათ მიერ განხორციელებული შესაძლო ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები კანონს უყარდღებოდ დარჩება“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.