აშშ-ში 13 წლის და უფროსი ასაკის, დაახლოებით, 2.8 მილიონი ამერიკელი თავს ტრანსგენდერად მიიჩნევს. ინფორმაციას NBC News-ი ლოს-ანჯელესის სამართლის სკოლის უილიამსის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს ინსტიტუტი ტრანსგენდერი მოსახლეობის რაოდენობას 2011 წლიდან ითვლის.
ახალი რიცხვი კი აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში აშშ-ის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს.
კვლევის თანახმად, ტრანსგენდერი ადამიანები, როგორც წესი, აშშ-ის მთლიან მოსახლეობასთან შედარებით უფრო ახალგაზრდები არიან. 13 წლის და უფროსი ასაკის ტრანსგენდერი ადამიანების 75%-ზე მეტი 35 წლამდე ასაკისაა, იმავე ასაკობრივ ჯგუფში აშშ-ის მთლიანი მოსახლეობის 34%-ია.